ცაგურიას განცხადებით, რუსთავის ციხიდან სხვა ციხეში არც ერთი პატიმარი არ გადაუყვანიათ,

ის ციხეში არსებულ გარკვეული სახის პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არასათანადო მკურნალობაა.

რუსთავის #16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილმა პატიმრების ოჯახის წევრებმა ხმაური მას შემდეგ ატეხეს, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე ავტომობილმა დატოვა. მათი ვარაუდით, პატიმრები სხვა ციხეში გადაჰყავდათ.

პატიმრები რუსთავის ციხის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ.

სასჯელაღსრულების ხელმძღვანელი პირები ციხეში მომხდარ არეულობას კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირებენ, მათი განმარტებით, ისინი ციხეში “ქურდული” მმართველობის დამყარებას ცდილობენ.

კომენტარები