ომბუდსმენის რწმუნებულების განმარტებით, მსჯავრდებულები მათთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ახალი დირექტორის შემდეგ ციხეში გამრათლებელი აკრძალვები, მუქარისა და

“მსჯავრდებულთა გადმოცემით, 2012 წლის 29 ოქტომბერს დაწესებულებაში შეიცვალა დირექტორი, რომელმაც მოსვლის დღიდან დაიწყო ძველი მეთოდების დამკვიდრება – პატიმრებს დაუწესდათ გაუმართლებელი შეზღუდვები, კერძოდ, აღარ აძლევენ ეკლესიაში გადასვლის საშუალებას, საკანში სარეცხის გაფენის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არ არსებობს. მსჯავრდებულთა განცხადებით, ახალი დირექტორი პატიმრებს ემუქრება სასჯელის დამატებით, სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანით. მათი თქმით, პატიმრებს უმიზეზოდ სჯიან და გადაყავთ სამარტოო საკანში.

მსჯავრდებულების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ #16 დაწესებულებაში განთავსებულნი არიან პატიმრები, რომლებისთვისაც ახალ დირექტორს, ლევან აბურჯანიას, პოლიციაში მუშაობის დროს, „ჩადებული“ აქვს ნარკოტიკი და რომლებიც ნაცემი ჰყავს.

მსჯავრდებულთა გადმოცემით, დაწესებულებაში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ გამოჩდნენ ის ძველი თანამშრომლები, რომლებიც ვაჟა ცხვედიანის დირექტორობის პერიოდში სისასტიკით გამოირჩეოდნენ.”– აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენსი რწმუნებულების ინფორმაციით, 31 ოქტომბერს პატიმრის ცემასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულებთან საუბრის დროს არ დადსტურდა. ისინი ასევე უარყოფენ ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები.

რუსთავის ციხეში მიმდინარე პროცესებზე სასჯელაღსრულების ხელმძღვანელმა პირებმა განცხადება გუშინ გააკეთეს. ისინი მომხდარს კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირებენ და განმარატვენ, რომ კრიმინალები ციხეში “ქურდული” მმართველობის დამყარებას ცდილობენ.

კომენტარები