USDI- ის პროექტის ფარგლებში შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო ფოთის საკრებულოს მერობის პოსტის დასაკავებლად კონკურსის გამოცახდებას თხოვს. იურისტის, გიორგი მოისწრაფიშვლის განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარე კონკურსის გამოცხადებას ხელოვნურად აჭიანურებს, რომ შემდგომ ცაიტნოტის რეჟიმში “ნაცმოძრაობის” კანდიდატი დანიშნოს. აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს საკრებულოში წერილი შეიტანა.

საბჭოს, რომელიც ძირითადად საჯარო სამსახუღში დასაქმებულებისჰან, საკრებულოს წევრების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმოამდგენლებისგან შედგება სხდომაზე ინიციატივით, ? იურისტი გიორგი მოისწრაფიშვილმა მიმართა და წევრებს რეკომენდაციის შემუსავებაზე თანამშრომლობა შესთავაზა, თავდაპირველად თანხმობა გამოთქვეს, თუმცა შემდეგ მიმართვას ხელი არცერთმა მათგანმა არ მოაწერა.

“საბჭო გაძლევთ რეკომენდაციას ფოთის საკრებულომ იმსჯელოს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29–ე მუხლის შესაბამისად, მერის ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსის გამოცხადებასტან დაკავშირებით. ამასთან საკონკურსო კომისია დააკომპლექტოს საზოგადოებისთვის მისაღები წევრებითა და “საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5თებერვლის # 46 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით”– განმარტებულია წერილში, რომელსაც ხელს მოისწრაფშვილი და ჟურნალისტი ინგა გვასალია აწერს.

მოისწრაფიშვილის განცხადებით, სამართლიანი პრინციპისა და მოსახლეობის ინტერესების გამო საკრებულომ კონკურსის გამოცხადებაზე მათი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს.

იურისტის თქმით, კანონის თანახმად, კონკურსის დროს კანდიდატებმა ქალაქის განვითარების ხედვა და სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ. მისი განმარტებით, კონკურსის გამოცხადებასთან ერთად კანონი სპეციალური კომისიის შექმნასაც ითავლსიწინებს, რომლებიც კანდიდატების პროგრამას განიხილავენ, ერთ–ერთ მათგანზე შეჯერდებიან და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნონ.

“საკრებულოს მიერ დანიშნული მერის კანდიდატურა არ უნდა იყოს გადაწყვეტილი რომელიმე პარტიის კაბინეტში, არა აქვს მნიშვნელობა “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პოლიტიკური ძალა იქნება”– განმარტავს იურისტი.

ის კანონით დადგენილ პროცედურებსაც განმარატვს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება კონკურსის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მერის მოვალეობის მერად დანიშვნა. მოისწრაფიშვილი ვარაუდობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე კონკურსის გამოცხადებას ხელოვნურად აჭიანურებს, რომ შემდგომ ცაიტნოტში დანიშნოს “ნაცმოძრაობის” კანდიდატი.

“საკრებულო კონკურსის დასანიშნად არანაირ ქმედებას არ ახორციელებს, ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად წელავენ დროს. კანონით არ არის დაწესებული რა ვადებში უნდა დაინიშნოს მერი, მაგრამ არის განსზღვრული რა ვადით შეიძლება პირმა მერის მოვალეობა შეასრულოს. ის ხმები, კანონით, 7 ნომებრმდე უნდა დაინიშნოს მერი არასწორი ინტერპრეტაციაა, ამ დროისთვის მოვალეობის შესრულების ვადა ეწურება დავით ხომერიკს. რომლის წასვლის შემდგომაც ქალქი აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე აღმოჩნდება, რადგან სხვა მოადგილეები ვინც შეითავსებს ამ ფუნქციას არ ყავთ. სავარუდოდ საკრებულო სწორედ ამას ელოდება, რომ აჩვენოს კონკურსის გამოცხადების დრო და საშუალება არაა და ცაინტონტში დაამტკიცოს ხომერიკის კანდიდატურა.”– აცახდებს მოისწრაფიშვილი.

მისი თქმით, გაურკვევლია ასევე მერობის მსურველი კანდიდატების განცხადებები, რომლებიც ოფიციალურ წარდგენას აკეთებენ, მაშინ როცა კონკურსი გამოცხადებული არაა.

“ამ კანდიდატებს არა აქვთ გათვითცნობიერებული კანონმდებლობა, სად წარადგინეს და სად მიიღებენ მონაწილეობას თუ კონკურსი არ გამოცხადდა, ან აღნიშნულ საქმეს არასერიოზულად ეკიდებიან”– განმარატვს იურისტი და აცახდებს, რომ პირველი მოთხოვნა კონკურსის გამოცახდება უნდა იყოს.

კომენტარები