აბურჯანიას განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში დაბრუნებას აღარასოდეს აპირებს.

“საკმაოდ შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რომ დაუცველი ვარ. კრიმინალებმა დამაყენეს მტკიცების რეჟიმში. თურმე კრიმინალების აზრს უფრო ღებულობენ. 17 წელია პოლიციაში ვმუშაობდი, მსგავსი რამ არ მინახავს. მითხრეს, გამოძიების ბოლომდე გიჩერდება უფლებამოსილებაო. ჩემთვის ეს თანამდებობა და სკამი მნიშვნელოვანი არ არის და დავწერე პატაკი სისტემიდან წასვლის შესახებ. აშკარაა, რომ სასჯელაღსრულების თანამშრომელი პატიმრის წინაშე დაუცველია. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი ის იყო, რომ თანამშრომელი ექიმები შემოდიოდნენ, მეუბნებოდნენ – მოგვდევენ, გვაგინებენ და პანჩურს გვირტყამენო და მე მათ ვერ ვიცავდი”, – განაცხადა აბურჯანიამ.

კომენტარები