ახალაის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცახდებით, ახალი სარჩელი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს ბრალის დამძიმებას მოტივად დაედო.

მისი თქმით, საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს, თუმცა აღნიშნულზე დაწვრლებით არ საუბრობს.

ადვოკატის თქმით, ახალაია ბრალს არ აღიარებს.

“არც ერთ ეპიზოდში ის ბრალს არ აღიარებს, 143-ე მუხლი საკმაოდ მძიმე მუხლია, რაც სავარაუდოდ, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, – განმარტავს ჯანაშია.

ბრალს არც მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავა და გაერთიანებული შტაბის უფროსი, გიორგი კალანდაძე აღიარებენ.

კალანდაძეს ადვოკატის განმარტებით, დაკავებულის პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

ახალაია, კალანდაძე და შამათავა პროკურატურამ 7 ნოემბერს დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების საფუძველი ყოფილი ჯარისკაცების ჩვენებები გახდა, სადაც მათზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეა საუბარი.

კომენტარები