შსს ფოთის სამმართველომ Tspress- ის მიერ 2თვის წინ შეტანილ განცხადებაზე გამოძიება დღეს დაიწყო. საჩივარი, ჟურნალისტ, იზა სალაყაიას პირადი მიმოწერის უნებართვოდ გასაჯაროების ფაქტს ეხებოდა.

ჟურნალისტმა ფოთის რაიონულ პროკურატურას განცახდებით, მიმდინარე წლის 25 ივლისს მიმართა, პროკურატურამ საქმე გამოსაძიელბლად პოლიციას გადაუგზავნა, რის შესახებაც ჟურნლისტს წერილობით ეცნობა.

დაახლობით 3თვის შემდეგ, გამოძიებამ ერთი მოწმე ზვიად შუბითიძე დღეს დაკითხა. სხვა სახის

მიმდინარე წლის 17ივლისს, tspress–მა გამოაქვეყნა სტატია ქართული ოცნების” ფოთის ოფისისთვის ბესელიას კანდიდატურა მიუღებელია”. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქე შორენა მირცხულავამ კომენტარებში ჟურნალისტ იზა სალაყაიასა და მოქალაქე ზვიად შუბითიძის სოციალურ ქსელ facebook–ის პირადი პერსონალური მიმოწერა (chat) გამოაქვეყნა.

შუბითიძე, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, მიმოწერაში საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა, თუმცა, აღნიშნულის სტატიაში კომენტარად გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო. ჟურნალისტური სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით, ჟურნალისტმა შუბითიძის თანხმობის გარეშე, პირადი მიმოწერის დროს გამოთქმული საკუთარი მოსაზრება არ გამოაქვეყნა.

ვინაიდან კანონის თანახმად, ტექნიკური საშუალებით მიღებული და გადაცემული პირადი მიმოწერის–შეტყობინების საიდუმლოების გასაჯაროვება კანონით აკრძალულია და ის სისხლის სამართლის 159–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს წარმოადგენ გამოცემა სამართალდამაცევბს რეგირებისკენ მოუწოდებდა,

სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ შორენა მირცხულავა და არ დაინტერესებულა, საიდან ქონდა წვდომა მირცხულავას სხვის პირად მიმოწერაზე.

მიმოწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, მოქალაქე მირცხულავა, ქუჩაში თავს დაესხაჟურნალსიტ იზა სალაყაიას, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. განცახდების მიუხედავად პოლიციას არც აღნიშნული ფაქტი გამოუძიებია.

გამომძიებელის, ზვიად ელერჯიას განმარტებით, საქმეები გაერთიანდა და მასზე გამოძიება 20 ივლისს დაიწყო, უბრალოდ პირველი მოწმე დღეს დაიკითხა. ია არ უარყოფს, რომ სხვა სახის საგამოძიებო მოქმედება ჯერ არ განუხორციელებიათ.

ფოთის პოლიცია რეაგირებას არც სხვა ფაქტებზე ახდენს. გამოცემამ 2010– 2012 წწ სამართალდამაცვებს კანონდარღვევის 9 ფაქტის შესახებ მიმართა. რეაგირება არც ერთ შემთხვევაში არყოფილა, ზოგ შემთხვევაში, გამოძიება არც კი დაწყებულა.

ამავე თემაზე:

TSpress -ი გამოუძიებელ ფაქტებზე დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს

კომენტარები