ნანი ესებუას განცახდებით, მისი შვილი 2005 წლის 27 აგვისტოს სენაკი-სამტრედიის საზღვარზე სამეგრელო-იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს ადგილზე დახვრიტეს.

მისი თქმით, მოკლულს 16 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათგან ორი – საკონტროლო გასროლა.

“როცა დააკავს, კედელზე მიმიაყენეს და ხელაწეულები ადგილზე დახვრიტეს, 16 ტყვია ესროლეს. როგორც მითხრეს დაკავების დროს, პოლიციელი მერაბ გერგაია ადგილიდან დაუკავშირდა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და მანაც იქვე გასცა ბრძანება ადგილზე დახვრიტეთო. თუ დამნაშავე იყო დაეჭირათ, გამოეძიათ და რაც მისასჯელი იყო მიესაჯათ. ჩემს შვილს არავინ არ გამიმთელებს, მაგრამ 7წელია მისი მკვლელების დასჯაზე ვოცნებობ.”– აცხადებს Info9 -სთან საუბრისას მოკლულის დედა.

კომენტარები