აღნიშნულზე ჟურნალისტებს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში თეა თუთბერიძემ განუცხადა.

გავრცელებულ ვიდეოში მოწმე ჩვენებაში აღწერილ ძალადობის ფაქტებს უარყოფს. მისი თქმით, ჩვენება პროკურორის მითითებით სხვამ დაწერა და მას მხოლოდ წააკითხეს და ხელის მოწერა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროკურორი შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა

–”2012 წლის 7 ნოემბერს დამიბარეს პოლიციაში, როდესაც მივედი, იქ დამხვდა გამომძიებელი ვიღაც მამაკაცი, ასევე პროკურორი თენგიზ ხარებავა, ასევე იქ იყვნენ სხვა პირები, დაახლოებით 5 პოლიციელი, ვიღაც ბიჭმა დაწერა ჩვენება, რომელიც შემდგომ წამაკითხეს, წამიკითხა პროკურორმა. იქ ეწერა რაღაც ძალადობის შესახებ, რომელიც მე არ მსმენია და მითხრეს ხელი მოაწერეო, მე უარი ვუთხარი, რის შემდგომ ყვირილი დამიწყეს- ხელი მოაწერეო. პროკურორმა მითხრა, 7-დან 10 წლამდე მოგელისო და აქედან ვერ გახვალო, ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის და მუქარის ქვეშ მოვაწერე ხელი, იქ ასევე მითხრეს, შენ რამე “გრეხები” გეცოდინება ბაჩო ახალაიაზეო და თუ გვეტყვი სამშვიდობოს გახვალო, აქედან გამომდინარე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და სახალხო დამცველს ვთხოვ დაიცვას ჩემი ოჯახის და ჩემი უსაფრთხოება”. – ყვება ვიდეომიამრთვაში დარასელია.

კომენტარები