სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილმა საპარალემენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ნინო ზურიაშვილს მოსთხოვეს განემარტა, თუ რამდენად სწორად მიაჩნია ახალაის აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანა.

“ამ ციხეში მისი გადმოყვანა ნორმალურია, როცა 20 მეტრში არიან კანონიერი ქურდები და სარკმლები ერთმანეთს უყურებენ?”– აღნიშნა აკაკი მინაშვილმა

ნინო ზურიაშვილმა კი განმარტა, რომ ის ჟურნალისტია და შეფასებებს ღიად ვერ დააფიქსირებს.

“ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების დაცვა მნიშვნეოლოვანია. გარანტირებული უნდა იყოს, რომ მის მიერ გასამართლებულ და ქურდებს არ ექნებათ მასთან შეხება. ახლა ის არის სამარტოო საკანში და საფრთხე არ ემუქრება.” – აღნიშნა ზურიაშვილმა.

გლდანის სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და მისმა ახლობლემა გააპროტესტეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით, ახალაიას უსაფრთხოების საკითხი არ დგას, რადგან ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე კარგად აღნიშნულ დაწესებულებაში არის დაცული.

“ ზოგადად, აქ არის ძალიან მცირე რაოდენობა პატიმრების და შესაბამისად, პატიმრებისგან რაიმე საფრთხე არ არსებობს. დაცვა ჰყავს ორივე მხრიდან. სეირნობისას ის აბსოლუტურად იზოლირებულია ყველა დანარჩენი პატიმრისგან. სხვა ნებისმიერ საპყრობილეში მისი უსაფრთხოება იქნებოდა ასევე დაცული, მაგრამ იქ ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი ჰყავს და ყვირილისგან და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან ის დაცული არ იქნებოდა.” – განაცხადა პრესკონფერენციაზე სუბარმა

კომენტარები