“ახალაია განთავსებულია სხვა პატიმრებისგან სრულიად განცალკევებით. მის საკანში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბ.ახალაიამ განაცხადა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა, ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს და არც ადმინისტრაციის მიმართ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტინგენტიდან გამომდინარე, გამართლებულად არ მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება.” – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც განმარტებულია, რომ ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნება.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახალაია ორჯერ მოინახულეს, 2012 წლის 7 ნოემბერს, თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, 2012 წლის 9 ნოემბერს, ღამის საათებში, როცა ბ. ახალაია გადაყვანილი იქნა გლდანის N8 დაწესებულებაში. ორივე ჯერზე ბრალდებულმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებაზე.

კომენტარები