სამართალდამცავი ორგანოს დაკავებულ თანამშრომელებს შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების უფროსი, ლევან ქარდავა და კუდ-ის თბილისის ჯგუფის უფროსი, გიორგი ყავლაშვილი.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა ქარდავას ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას უკანონოდ დაკავებას ედავება. მას ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.

გიორგი ყავლაშვილს კი, საარჩევნო პერიოდში “ქართუ ჯგუფის” კუთვნილი ქონების დაზიანებაში ადანაშაულებენ. მას ბრალი უფლებამოსილების გაადმეტებითაც აქვს წაყენებული.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დაკავებულ 9 პირს ბრალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ედებათ.

“დაკავებულებს ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის, კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ”, – განაცხადა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები