სლოვენიაში, ქალაქ მარიბორში გამართულ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლის ნინო ხომერიკმა ვიცე ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში 8-18 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ ერთადერთი მედლის მოპოვება მოახერხა. 14 წლამდე გოგონათა ტურნირში ნინო ხომერიკმა (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი) 11 ტურში 9.0 ქულა მოაგროვა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ნინო ხომერიკი ჭადრაკში ევროპის პრიზიორი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

კომენტარები