პატიმრების საქმეზე შეწყალების კომისია იმსჯელებს.

კომისია ძველი შემადგენლობით, დღეს, 12სთ-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიკრიბება.

შესაწყალებელ პატიმართა სიაში ყველა კატეგორიის პატიმარია მოხვედრილი, მათ შორის ქალები და არასრულწლოვნები.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პატიმრების შეწყალება სხვა სადღესასწაულო დღეებშიც ხდებოდა, თუმცა შეწყალებულთა რაოდენობა 100დან 200-მდე მერყეობდა.

დღესვე პარლამენტი განიხილავს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომლის ამოქმედებას საპარლამენტო უმრავლესობა 23 ნოემბერიდან ვარაუდობს, ხოლო აღსრულების დროდ განსაზღვრულია 2თვე.

აღნიშნული კანონპროექტით დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად ყველა განსასჯელს ეხსნება პირობითი მსჯავრი, პატიმრობიდან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის და მანამდე ნასამართლევი არ ყოფილან.ძირითადად ამნისტია შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებს.

კანონპროექტში განსაზღვრულია პატიმრების კატეგორია, რომელთაც ამნისტია არ შეეხება, ესენი არიან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც გასამართლებულები არიან გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების, ტრეფიკინგის ბრალდებით.

ასევე პატიმრობიდან არ გათავისუფლდება ის ადამიანები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების, მანიფესტაციის უფლების ხელყოფაში, ასევე უკანონო დაპატიმრებებში ღებულობდნენ მონაწილეობას.

ამნისტია არ შეეხება არჩევნების გაყალბებაში რაიმე ფორმით მონაწილე პირებსაც. კერძოდ, თუ განსასჯელი ბრალდებულია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაში, ხმების არასწორად დათვლასა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებაში.

კომენტარები