“ბოლო დღეებში მიღებული ჩვენებებით ირკვევა, რომ გარკვეული დანაშაულებრივი ქმედებები დათა ახალიას უშალო მონაწილეობით ხორციელდებოდა. მათ შორის ინფორმაციების უკანონოდ მოპოვება”– განმარტა კბილაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა ახალაის ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით წაუყენონ.

ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის განმარტებით, მისთვის უცნობია რა პერიოდზე და კონკრეტულად რაში ადანაშაულებს სამართალდამცავები ახალიას, თუმცა განმარტავს, რომ ახალაია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას უპასუხოს.

ვინაიდან დათა ახალაია საქართველოში არ იმყოფება მას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.

კომენტარები