“ქართული ოცნების” ფოთის საარჩევნო შტაბის იურისტის, ლილი გელაშვილის განმარტებით, განცხადებას თან ერთვოდა მტკიცებულებები და გამოძიების დასაწყებად ყველა გარემოება არსებობდა.

მისი თქმით, პროკურატურას გამოძიების დაწყებას კანონი ავალდებულებს და აღნიშნულზე წერილობით განმარტება მასაც უნდა მისვლოდა.

–”შესაძლებელი იყო თავად მაჟორიტარობის კანდიდატზე თენგიზ სარიშვილზე არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ თავად ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო და პროკურატურას დაედგინა იკვეთებოდა თუ არა კონკრეტული პირის დანაშაული,”– განმარტა გელაშვილმა TSpress- თან საუბრისას.

“ქართული ოცნების” მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადებაში საუბარი იყო წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის, თენგიზ სარიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის სამ შემთხვევაზე.

აღნიშნულზე მასალა“ნაცმოძრაობის” ფოთელ კანდიდატს რეგისტრაციიდან მოხსნა ემუქრება” – TSpress.ge-მ “ინფო 9”-ზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამოაქვეყნა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ წინასაარჩევნოდ გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაზე სარიშვილი მოსახლეობას ხრეშის დაყრასა და წყლის მილების გამოცვლას დაპირდა და შეუსრულა კიდეც.

ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა “ქართულმა ოცნებამ” მტკიცებულების სახით პროკურატურასაც წარუდგინა.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა საჩივარი არ დააკმაყოფილდა.

წინასაარჩევნოდ სარიშვილი აუდიტის სამსახურმა მოქალქისთვის საჩუქრის საარჩევნო მიზნებისთვის გადაცემის გამო tspress.ge-ში გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე სამარათლადამრღვევად სცნო, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი დააჯარიმა.

ამავე თემაზე:

სასამართლომ “ნაცმოძრაობის” კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაზე საჩივარი არ დააკმაყოფილა

“ნაციონალების” ფოთელი კანდიდატი ამომრჩევლის მოსიდვაზე თავს იმართლებს

“ნაცმოძრაობის” ფოთელ კანდიდატს რეგისტრაციიდან მოხსნა ემუქრება

აუდიტის სამსახურის რეაგირება tspress.ge-ში გამოქვეყნებულ მასალაზე

“ნაცმოძრაობის” სავარაუდო კანდიდატი საჩუქრის გადაცემის ფაქტს ადასტურებს [Video]

საჩუქრად სატელიტური თეფში “ნაცმოძრაობის” სავარაუდო კანდიდატისგან [Video]

კომენტარები