სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილ პატიმრებს შორის დაპირისპირება წუხელ მოხდა. ბადრაგის ერთ-ერთი თანამშრომელი კი, ამ დაპირისპირების აღკვეთის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ინციდენტის მონაწილე პატიმრები ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გადაყვანილი არიან.

“ლიბერალთან” საუბარში კლინიკის დირექტორი სოსო ბრეგვაძე დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს.

–“მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ რაღაცას და ერთ-ერთმა თვითდაზიანებებიც მიიყენა. ბოლო დროს ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ჩვენი ექთანი იყო შესული მათთან, თვითდაზიანებებს უმუშავებდა და ის ამბობს, რომ არანაირი დაპირისპრიება არ ყოფილა,”- განაცხადა “ლიბერალთან” საუბრისას სოსო ბრეგვაძე.

კომენტარები