ექსპერტიზის მიზნით, ცხედარი ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს.

მარიამ შანგირაძის დაკარგვის შესახებ გარდაცვლილის ოჯახმა პოლიციას რამდენიმე დღის წინ მიმართა. ის შვიდი დღის წინ სახლიდან ნათესავთან წავიდა,თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ახლობლებთან არ იმყოფებოდა.

აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები