პრემიერ– მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საინვესტიციო ფონდისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას, “ახალი ეკონომიკური სკოლის” დირექტორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ჯანდიერი უარყოფითად აფასებს და კორუფციის საფრთხეებზე საუბრობს.

–ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საინვესტიციო ფონდის საწესდებო კაპიტალს მდიდარი ქართველები შექმნიან და ფონდი დაეხმარება ყველა კერძო ინვესტორს, ვისაც სურვილი ექნება, ამასთან ის პარტნიორობას გაუწევს ინვესტორს, რომელიც სულ მცირე, 25%-იან ინვესტიციას განახორციელებს.

–საერთოდ არ მჯერა მსგავსი ფონდების და სისულელედ მიმაჩნია. ორი ჯიბის პრინციპს გავს ერთი ჯიბიდან იღებ და მეორეში დებ, თუ როგორაა? ჯერ ბიზნესმენს უთხრა, მოდი ფონდში შემოიტანე ფული და მერე უკან უნდა დაგიბრუნებო, ისინიც შეიტანენ ფულს და მერე უნდა წაართვან? შემდგომ მეორე საკითხია ფონდის კონტროლი.

თავის დროზე, მსგავსი იდეა ქონდა “ალიანსს”. მათ მილიარდიანი ფონდის შექმნა სურდათ, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევდა მოსახლეობას. კითხვა დავუსვი მათ, ფონდის საქმიანობა ვინ და როგორ უნდა შეაფსოს ან კონტროლის პალატამ, როგორ უნდა შეამოწმოს-მეთქო. პასუხად მხოლოდ გაღიზიანება მივიღე, რატომ უნდა შეამოწმოსო?

–ანუ შესაძლებელია შემოწმება-კონტროლის კუთხით აღნიშნული პრობლემა ამ ფონდსაც შეექმნას?

– მე არ ვიცი ვისი ფულით აპირებენ ამ ფონდის შექმნას, მაგრამ ჩემი გადასახადებისგან გადახდილი ფულით თუ აპირებენ, მე დამაინტერესებს და სურვილი მექნება მისი შემოწმების. მეორეს მხრივ, მდიდარმა ქართველებმა, რომლებმაც ფული შრომით იშოვნეს, ისიც იციან, როგორ მართონ, რატომ უნდა გადაუხადონ ფონდს ფული და თუ გადაუხადეს გარკვეული კითხვები და განკარგვაზე კონტროლიც უნდა მიეცეთ. რატომ უნდა ჩადოს რაღაცა სახით რისკის შემცვლელ ფონდში ფული?

–ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ დაინტერესება და გარანტიები უნდა ქონდეს ინვესტორს, რომ ფონდში ფული ჩადოს, მაგალითისთვის, რა სახის პირობები უნდა ჩაიდოს?

–ეს რომ იყოს არა პრემიერ მინისტრის ინციატივით, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფონდი, არამედე, როგორც ივანიშვილის მაშინ შეიძლება ვთქვათ, გაუმჯებესებული მენეჯმენტის კუთხით მოხდეს ბიზნესმენის დაინტერესება, რომლებმაც არ არ იციან სად ჩადონ ფული და ამით შეიძლება რაღაც რესურსების მობილიზება მოხერხდეს, მაგრამ ასეთ დროსაც არსებობს ალტერნატიული ვარიანტებიც , მაგ მდიდარი თუ ხარ ჩადო ფული საქართცელოში სახლების მშენებლობაში საქართველოში, ან რუსეთში მილსადენების მშენებლობაში, თუნდაც ბანკში შეიტანო, 10% მოგებას მაინც მოგცემს სულ რომ თავი არ აიტკივო.

რატომ უნდა შეიტანონ ფონდში ფული, როცა შეუძლია თვითონ ჩადოს რამე საქმეში, რომ იყოს დაინტერესება მაგ: შენ თუ იმ ფულით 10 %– ს იშოვნი, მე 20 % მოგაგებინეებ. მაშინ შეიძლება ვიღაცა დაფიქრდეს.

საქართველოში არც ნავთობია და არც ბუნებრივი რესურსები და ამის ხარჯზე არ გამდიდრებულან, მათ შრომით იშოვეს ფული და დაბანდებული აქვთ და გარკვეულ რისკებს ერიდებიან.

–მართალია ივანიშვილმა აღნიშნა ფონდში თანხის შეტანა მოხდება ჩვენი თხოვნის და ბიზნესმენების სურვილისამებრ და არა ძალადობრივადო, მაგრამ ხომ არ არსებობს საფრთხეები, რამდენად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ თხოვნამ რაღაც მომენტში იძულების სახე მიიღოს, რაშიც მუდმივად ადანაშაულებდნენ წინა ხელისუფლებას?

მე არ მგონია რომ წინა ხელისუფლების პირობებში ამას ქონად რაღაც დიდი მასშტაბები, ყოველშემთხვევაში მისი მაშტაბები მე არ ვიცი. შეიძლება თეორიულად არის შანსები და აქვს პერსპექტივა, მაგრამ ფრთხილად შეიძლება მოეკიდოს ხალხი და თუ არ იქნა რაიმე ძალადობა დიდი თანხის ჩადება არ მოხერხდეს. შესაძლოა ჩაიდოს 10– 20 მლნ თავისუფალ პირობებში მე უფრო დიდ თანხებს არ ველოდები. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს მათ სხვა დამატებითი გარანტიები და სხვა გარემო ჭირებათ.

–სხვა ქვეყნებში თუ არსებობს მსგავსი სახის ფონდები და როგორია მათი მუსაობის პრინციპი?

–ამერიკაში არსებობს სპეციალური ფონდები, სადაც ბიზნესმენს ფული თუ რჩება მაგ 500 კომპანიის აქციებს აფინანსებ და 50 მლნ თუ შეიტანა 2მლ დოლარი ექნება მოგება. ამიტომ უცხოელისთვის ან ადგილობრივისთვის ამისი ალტერნატივა როგორ უნდა გახდეს ეს საინვესტიციო ფონდი?

მე უფრო უარესი მგონია საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ფონდი, ვერ წარმომიდგენია როგორ უნად შესრულდეს? ფულის ჩადება სოფლის მეურნეობაში არის სისულელე ამას ვეუბნებოდი წინა ხელისუფლებას და ამას ვამბობ დრესაც.

საქართველოში მიწა არის დანაწევრებული და ათჯერ მეტი ხალხი ცხოვრობს და მუშაობს სოფლად ვიდრე საჭირო არის, ამიტომ იქ მომგებიანობაზე, მაღალ ხარისხზე და დაბალ ფასებზე ლაპარაკი ძალიან ძნელია.

თუ სოფელში დასაქმებული მოიყვანს ხორბალს, შეიძლება იყოს 3ჯერ და 5 ჯერ უფრო ძვირი ვიდრე ამერიკული ანალოგი, ამიტომ მერე რა უნდა ქნა, სად უნდა წაიღო, უნდა აკრძალო ამერიკულის შემოტანა? თუ მხოლოდ ქართულ ხორბალზე იქნები დამოკიდებული, მაშინ პური გაძვირდება 4– 5 ჯერ მეტად.

ქალაქში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და სოფლის მოსახლეობის ქალაქში გადმოდინება უნდა მოხდეს. სოფელში მიწები უნდა გამსხვილდეს.

–თუმცა მეორე მხრივ ერთ–ერთ პრობლემად ასახელებენ სოფლის დაცარიელებას, მოსახლეობის გადინებას და მის მოგვარებაზეც საუბრობენ.

თუ ჩვენ გვინდა წარმატებული სოფლის მეურნეობა მაშინ სოფლის დაცარილება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დარგის განვითარებაზე ლაპარაკი, მით უფრო მსგავსი ფონდებით სისულელეა. სოფლად ნაკლები ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული, რომ მათ მეტი მოგების შესაძლებლობა გაუჩნდეს და ერთელი პროდუქციის დანახარჯები, თვითღირებულებაც შეუმცირდეს.

–პრემიერის განცხადებით, ფასების გაზრდა ან კლება ხელოვნურად არ უნდა ხორციელდებოდეს და კანონით უნდა დარეგულირდეს, ამ მიზნით მთავრობა ანტიმონიპოლიური სამსახურის შექმნასაც გეგმავს. რამდენად მისაღებია ანტიმონოპოლიური სამსახურით ფასების დარეგულირება თუ ის კონკურენტუნარიან გერმოში თავისთავად უნდა რეგულირდებოდეს?

–ჩვენ გვქონდა ასეთი კონკურენციის სამსახური, რომლის მთავარი მიზანი იყო გამოერკვია, ხელისუფლების ხელისშეწყობით ხომ არ იქმნება მონოპოლიები, მაგრამ ვნახეთ რომ ამან არ გაამართლა, ახლა თუ ჩვენ წავალთ იმ გზით რომ დაიწყოს დევნა და გამოძიებები, ხომ არ აქვს სადმე მონოპოლიას ადგილი, ამ ლოგიკით შეიძლება მიაკითხონ ყველას.

კომპანია, რომელიც თავისი კარგი მუშაობით ბაზარზე უკეთ დომინირებს ვიდრე სხვა, თუ მეორე კომპანია უჩივლებს ანტიმონოპოლიურ სამსახურში, შესაძლოა შემოწმებამ 6თვეს გასტანოს და ისიც ექვსი თვე ვერ გამოჩნდეს ბაზარზე. აღმოაცენენ თუ არა კანონდარღვევას ეს სხვა საკითხია შედეგი იქნება ის, რომ ამდენხნიანი წყვეტის შემდეგ ბაზარზე დაბრუნება და დომინირება გაუჭირდება, რადგან მის ადგილს სხვა დაიკავებს. ამიტომ აქ შესაძლებელია კორუფციის საფრთხეებიც არსებობდეს.

ასევე გასათვალისწინებელია რას ეძახიან საქართველოში მონოპოლიას, 4– 5 კომპანია,რომაა რამე პროდუქციის შემომტანი იქ უკვე არაა მონოპოლია, თუნდაც 2იყოს. ერთმენთზე კონკურენციით უნდა მოხდეს ფასის, ხარისხის და ა.შ რეგულირება, რაც კომპანიების ინტერესში თავისთავად შედის. ეს შეიძლება ბუნებრივადაც ხდებოდეს, როგორც კი ამ ბუნებრივ პროცესებს ხელისშეშლას დაუწყებთ მაშინავე ეს კომპანიები იფიქრებენ,რომ მთავრობა უბრალოდ კი არა ებრძვის მონოპოლიებს უბრალოდ ებრძვის კომპანიებს და ერევა მათ საქმიანობაში..

კომენტარები