–”მე მოვედი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მომეხსნა ის ტვირთი, რომელიც მაწევს. მე დამიძახეს და მითხრეს, იქნებ საქმე ისე მოგვეგვარებინა, როგორც ჩვენ გეტყვითო. დათა ახალაიას კაბინეტში იჯდა ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და თვითონ დათა ახალაიაც. მაშინ როცა საუბარი იყო იმაზე, რომ ფული შემეთავაზებინა შენთვის (იგულისხმება შალვა რამიშილი), ერთი პერიოდი ამაზე წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ ადეიშვილმა პირადად მითხრა – “გირჩევნია, რომ რამიშვილს ფული მისცე ან დაგიჭერ და გაგანადგურებო”, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, 30 000 ლარი, რომელიც ქრთამის სახით შესთავაზეს რამიშვილს მას არ ჰქონია.

“ვანომ დაურეკა მესხელს და მეხელმა მოიტანა ეს ფული”, – აღნიშნა ბექაურმა.

მისი თქმით, გადაღებული მასალა მან მოდულის შენობაში მიიტანა, სადაც თბილისის მერი გიგი უგულავა დახვდა.

ბექაურის განცხადებით, სააკაშვილს მაშინ ყველაზე მეტად უნდოდა ტელეკომპანია “202”-ის გაჩერება და შალვა რამიშვილის “მოშორება”.

გადაცემაში ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვენებები, რომელიც მან გამოძიებას მისცა მას არ ეკუთვნის, მისი თქმით, მან ხელი წინასწარ დაწერილ ჩვენებას მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი 2005 წლის 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და თავისუფლების 4 წლით აღკვეთა შეუფარდეს.

როგორც ბექაური იმ დროს აცხადებდა, რამიშვილი მას აშანტაჟებდა, შატნაჟის თანახმად, თანხის სანაცვლოდ ტელეკომპანია არ გაუშვებდა კომპრომატულ მასალას ბექაურის მიერ საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში” უკანონოდ შესყიდული აქციების შესახებ.

ბექაურის მიერ რამიშვილისთვის ფულის გადაცემის პროცესი პოლიციამ დეპუტატ ბექაურის დახმარებით ფარული კამერის საშუალებით გადაიღო.

კომენტარები