ვიდეოკადრებში ერთ-ერთი პირი გიორგი აბდალაძეს უებნება, რომ ადვოკატების – ბესელიას, მაჭარაშვილის, ჩინჩაბაძეს და ჩიქოვანის აცილება უნდა მოახდინოს. აბდალაძეს თხოვენ, აცილების მიზეზად განმარტოს, რომ მისი და ადვოკატების პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს.

ამასთან, აბდალაძეს განუმარტავენ, რომ ის დააყენებს შუამდგომლობას ადვოკატების აცილების შესახებ და შემდეგ ზარს განახორციელებს შერჩეულ ადვოკატზე, რომ იყოს მისი უფლებადამცველი.

ანალოგიური შინაარსისაა ვიდეოჩანაწერი, სადაც ადვიკატზე აცილებას ზურაბ ქურციკიძესაც სთხოვენ.

კომენტარები