სასამართლოს სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ანა არონიამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ შეცვალა ბრალდების ფორმულირება და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რომელიც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, 108-ე მუხლით შეიცვალა.

ბრალდების მუხლის შეცვლას, რომელიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს დაცვის მხარე და ბრალდებულიც დაეთანხმა. ცობეხიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ბექა ცობეხიას მეგობარს ნიკოლოზ ბაძაღუას, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი, 4 თვით და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიორგი ფოჩხუას ოჯახი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.

26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ სასტუმრო “ანაკლიის” ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს სახისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ipn.ge

კომენტარები