საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს გელა მთივლიშვილს უთვალთვალებენ და მანქანით მის გადაადგილებას ვიდეოკამერით იღებენ.

შეგახსენებთ, 26 დეკემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შს სამინისტროსგან ოფიციალური განმარტება მოითხოვა. „არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ მოტივირებული პასუხი, რატომ არის საჭირო ყოველდღიურად კახეთის საინფორმაციო ცენტრის მანქანების გაჩერება, შემოწმება, რომლის შედეგადაც რამდენჯერმე შეეშალათ ჟურნალისტებს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, გადაღებაზე დააგვიანდათ. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალურად განმარტოს რა აუცილებლობით არის გამოწვეული პოლიციის მიერ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მანქანების ყოველლდღიურად გაჩერება, შემოწმება და შეფერხება“, – აღნიშნული იყო განცხადებაში. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შს სამინისტროდან განმარტება ვერ მიიღო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის ზეწოლა შს სამინისტროს მხრიდან პროფესიული საქმიანობის გამო, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ, შს მინისტრზე, მის ახლობლებზე, შსს–ს საქმიანობაზე,შსს–დან თანამშრომლების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, პოლიციელების მიერ ადამიანების ცემის, უკანონოდ დაკავების და სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტებზე მომზადებულ მასალებს უკავშირდება.

კომენტარები