ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ახალ სპექტაკლს „ნერგი“, მაყურებელი 29-30 იანვარს იხილავს.

სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ სიხარულიძეა, რომელსაც ფოთის თეატრთან საქმიანი ურთიერთობა წინა წლებშიც ქონდა. ფოთის თეატრის სცენაზე მას დადგმული აქვს ორი სპექტაკლი. ახალი სპექტაკლით ის ადამიანების დაფიქრებასა და გამოფხიზლებას აპირებს.

-“ფოთი ეს არის ადგილი რომელსაც თეატრალური ცხოვრების ასოცდაათ წლიანი ისტორი აქვს“- აცხადებს tspress-თან საუბრისას რეჟისორი.

მისი თქმით, სპექტაკლის მთავარი სათქმელი საზოგადოების ტონუსში ყოფნაა. “ლაპარაკია დღევანდელობაზე – რა გვჭირს, რა გვტკივა, რისთვის ვხარჯავთ დროს, გონებას და რისთვის უნდა ვხარჯავდეთ სინამდვილეში, აცხადებს რეჟისორი.

სპექტაკლისთვის მზადება ორი კვირაა მიმდინარეობს. მასში ცხრა მსახიობია დაკავებული. მთავარ როლებს ნოდარ ბჟალავა და რამინ კილასონია ასრულებენ. სპეკტაკლი კომედიური ჟანრისაა.

თეატრის მმართველის, თენგიზ ხუხიას განცხადებით, სპეკტაკლი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და დახლოებით, 6 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები