ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აპარატში იმუშავებს – აღნიშნულ ინფორმაციას “ტაბულა” აქვეყნებს.

კონკრეტულად რა პოზიციას დაიკავებს ჩუგოშვილი პრემიერის აპარატში ჯერ უცნობია. მისი თქმით, ამჟამად, სტრუქტურის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.

როგორც “ტაბულასთან” საუბრისას აღნიშნავს, მას პრემიერის აპარატში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა ევალება.

თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა სა­ია-ს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ტო­ვა.

წინასაარჩევნო პერიოდში საიამ და ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქართული ოცნებისა” და ფონდ “ქომაგის” კავშირი უკანონოდ შეაფასა. ივანიშვილმა მას განცახდების შეცვლა მოთხოვა, თუმცა ჩუგოშვილი არ დათანხმდა.

წყარო: ტაბულა (tabula.ge)

კომენტარები