პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარალამნეტში დაგეგმილი პოლიტიკური დებატებისთვის განკუთვნილ მის დროს, 15 წთ უმცირესობას უთმობს.

უსუფაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმცირესობა მუდმივად საუბრობდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნით მათ დეპუტატებზე სხვვადსხვა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა.

მისი თქმით, დროს ზეწოლის ფაქტებზე კონკრეტულად საუბრისთვის უთმობს.

“პოლიტიკური დებატები გვაქვს ერთ საკითხზე, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, ამიტომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელების მცდელობა სხვა თემების შემოტანის ნიშნავს იმას, რომ კონკეტულ საკითხზე მათ არა აქვთ არანაირი არგუმენტი. ვუთმობ დროს ვინ არის ზეწოლის ქვეშ და ვინ აიძულებთ საკითხის მხარადჭერას”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, დავით ბაქარაძის განცახდებით, ისინი მზად არიან დებატებში მონაწილეობისთვის.

“საკონსტიტუციო ცვლი;ებების განხილვის ნაცვლად პოლიტიკური დებატები შემოგვთავაზე, თუმცა ჩვენ მაზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში. მზად ვართ მუდმივი კონფრონტაციიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე და შეწყდეს დეპუტატებზე ზეწოლა.”- აღნიშნა ბაქარაძემ, თუმცა კონკრეტულად ვინ ახორციელებს ზეწოლებს უმცირესობის წევრებზე მას არ დაუსახელებია.

კომენტარები