დღეს, ფოთის თეატრალური დასი ილიაუნის თეატრის სცენაზე ითამაშებს.

ფოთის თეატრალური დასი ახალ სპექტაკლს “ნერგებს” წარმოადგენს, რომლის პრემიერა ფოთში 29 იანვარს შედგა.

სპექტაკლის რეჟისორი, ზურაბ სიხარულიძეა.

ფარსი ერთ მოქმედებად, სიუჟეტი ერთი დახვრეტილი და ჟანგიან სათლში, ჩარგული ნერგის ირგვლივ ვითარდება.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლის მთავარი სათქმელი საზოგადოების ტონუსში ყოფნაა. “ლაპარაკია დღევანდელობაზე – რა გვჭირს, რა გვტკივა, რისთვის ვხარჯავთ დროს, გონებას და რისთვის უნდა ვხარჯავდეთ სინამდვილეში” – აღნიშნავს ის.

სპექტაკლის ბიუჯეტი დაახლოებით 6 ათას ლარს შეადგენს, მასში 9 მსახიობია დაკავებული.

კომენტარები