რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის წინა წელთან შედარებით 180 მლნ ლარით მეტი თანხა დაიხარჯება – აღნიშნულზე განცახდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავთ ნარმანიამ გააკეთა.

მინისტრმა 2013 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ტენდერების შესახებ ინფორმაცია ბიზნესმენებს გააცნო.

ნარმანაის განცახდებით, რეგიონებში წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული ყველა მშენებლობა გაგრძელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ფოთში დაგეგმილია წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაცია, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის 30კმ გზის რეაბილიტაციისა და დევნილებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა.

კომენტარები