როგორ აფასებს მოსახლეობა კრიმინოგენურ სიტუაციას? მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ქალაქში წვრილმანი ქურდობის ფაქტებმა იმატა, რასაც ისინი ამნისტიის მიღებას უკავშირებენ, ნაწილი კი ამბობს, რომ სტაბილური მდგომარეობაა და ამ კუთხით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.

შსს ფოთის სამმართველოს უფროსი, ზურაბ ალანიას განმარტებით, სტატისტიკური ინფორმაცია სამინისტროს პრესცენტრმა უნდა უზრუნველყოს. პრესცენტრის წარმომადგენელი, სტატისტიკური მონაცემების მოწოდებას დაგვპირდა, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები