ფოთის მოსახლეობის ნაწილის თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი და სხვა მსგავსი კადრები ტელეკომპანიებში ეთიკური ნორმების დაცვით უნდა გაუშვას. ნაწილი კი ამბობს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ტელევიზიას ვიდეო მასალა უნად გაეშვა.

ბუტა რობაქიძის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა პირველას „რუსთავი 2“-მა გაუშვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ „რუსთავი 2“-ი ჟურნალისტური კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა. რობაქიძის დედა ია მეტრეველი კი, ტელევიზიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს.

კომენტარები