პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას სამსახურეობრივი ავტომანქანა ქობულეთში ავტოავარიაში მოყვა, ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი. აღნიშნულზე ინფორმაცია TSpress ეკა ბესელიას პრესცენტრმა დაუდასტურა.

ბესელიას პრესცენტრის წარმომადგენლის, მარიკა ბერძენაძეს განმარტებით, ავტომანქანას მძღოლი, ირაკლი ორაგველიძე მართავდა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში ბესელია არ მჯდარა. პრესცენტრის ინფორმაციით, მძღოლი ქობულეთში ცხოვრობს და სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად შინ ბრუნდებოდა, რომელთაგან ერთ- ერთი გარდაიცვალა.

დაშავებული მძღოლი ქობულთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი ტრამვა მიიღო მანქნაში მყოფმა დანარჩენ ორ წევრმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, 20 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. პარლამენტის ბალანსზე მყოფი Volkswagen – ის მარკის ავტომანქანა, რომელიც დეპუტატ ეკა ბესელიას ემსახურებოდა ხეს დაეჯახა.

როგორც TSpress შსს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, სამინისტრო ავტოავარიის შესახებ ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებს.

კომენტარები