პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 21 წლის გივი ცინცაძე მისი ნათესავი არ არის.

პრესცენტრის წარმომადგენლის, მარიკა ბერძენაძეს განმარტებით, ბესელიას სამსახურეობრივ ავტომანქანას მძღოლი, ირაკლი ორაგველიძე მართავდა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად შინ ბრუნდებოდა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ეკა ბესელიას ნათესავია თავად დეპუტატი არ ადასტურებს.

დაღუპული, 21 წლის გივი ცინცაძე მძღოლის, ირაკლი ორაგველიძეს ახლობელია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში მოხდა. “Volkswagen” – ის მარკის ბესელიას სამსახურეობრივი ავტომანქანა ხეს დაეჯახა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოავარიის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები