დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, აქციაზე ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, პოლიტიკური დევნისა და უკანონო დაკავებების გასაპროტესტებლად მივიდა.

მისი თქმით, უგულავას პროკურატურაში დაკითხვა პოლიტიკური ზეწოლაა და არა სამართლებრივი საკითხი, თუმცა რას ედავება პროკურატურა უგულავას და რა მტკიცებულებები აქვს სამართალდამცავებს მის წინააღმდეგ არ იცის.

“რა ვიცი რა მტკიცებულება აქვს პროკურატურას, ფაქტი ერთია მასიურად იბარებენ ხალხს, კითხავენ. ეს ზეწოლაა.”- აღნიშნავს ცხვიტარია.

მისი თქმით, აქცია თბილისში მის ტრეინინგზე ყოფნას დამეთხვა, როგორც ცხვიტარია ამბობს, ტრეინგზე მყოფი სხვა ფოთელები აქციას არ წასულან.

“დედაქალაქის მერის მხარადსაჭერი აქცია იყო, მე აქ ვიყავი და აქციაზე არ მივსულიყავი? ცოტა ხნით გამოვიქეცი ტრეინინგიდან. მარტო ვიყავი, სხვა არავინ წამოსულა.”- განმარტავს ცხვიტარია.

მისი თქმით, “რუსთავი 2” – თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის ფოთიდან იყო და უგულავაზე პოლიტიკურ ზეწოლას აპროტესტებდა. ცვიტარიას თქმით, მისთვის უცნობია, რატომ ამოჭრეს მისი კომენტარიდან აღნიშნული.

“არ ვიცი, მე არ დამიმალავს, კომენტარში რამდენჯერემ ავღნიშნე, რა არის დასამალი. თავისუფალი მოქალქე ვარ და სადაც მინდა და რასაც მინდა გავაპროტესტებ. შესაძლებელაი მექანიკური შეცდომა იყოს. აბა ცემთვის იქ წასვლა არავის უთხოვია და ძალით იქ არავის წავუყვანივარ”- განმარატვს ცხვიტარია.

კომენტარები