„ნიკოლოზ რევიშვილის დაპატიმრება ახალი აღარაა თქვენთვის და ცნობილია, თუ როგორ დააპატიმრეს 20 წლის წინანდელ, ქაოსური, უსამართლო რეჟიმის დროს, მაფიოზური და კორუმპირებული ჩინოვნიკების ჩედენილი დანაშულის გამო, რომლებიც დღესაც მოქმედი ჩენოვნიკები არიან.

ნიკოლოზ რევიშვილი, რომელიც იხდის სასჯელს ქუთაისის N2 საპყრობილეში, დაკეტილ სისტემაში ე.წ ”კრიტში” არის გულით ავადმყოფი, რომელსაც გადატანილი აქვს ოპერაცია. მას ყავს 4 შვილი და მისთვის ეს არის პირველი ნასამართლეობა. სასამრთლომ არ გაითვალისწინა არანაირი ჰუმანური მხარეები, რაზეც ისრაელის უფლებათადამცველი ორგანიზიაციები გაოგნებული დარჩნენ.

მოსამართლემ არ მისცა უფლება ადვოკატს დაეცვა მსჯავრდებული,ზეწოლის და დაშინების შემდეგ, ასევე ოჯახზეც, ნიკოლოზი იძულებული გახდა, რომ მოეწერა დანაშაულზე ხელი და ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული, რაზეც იხდის დღეს სასჯელს.

ისრაელის მხრის მოთხოვნებზე, საქმის გადახედვის თაობაზე, არ გაეცა პასუხი დღემდე. 1 ოქტომრის შემდეგ გამოსულ ამინისტიასთან დაკავშირებით, კვლავ დაარღვიეს კანონი კუბლაშვილის ხელქვეითმა მოსამართლეებმა და არ შეახეს მას კუთვნილი ამნისტია, რომელშიც გასაგებად წერია, როm 143.1 ნაწილი სრულიად ამნისტირებულია, რითაც უხეშად დაარღვიეს კანონი.

ეს უკანონობა ხდება უკვე ახალი მთავრობის დროს როცა უკვე გვგონია, რომ სამშვიდობოს გავედით. უმორჩილესად გთხოვთ, გაიზიაროთ და მიაქციოთ ყურადღება, მოსამართლის მიერ ჩადენილ დანაშაულზე და გაითვალისწინოთ. მივმართავ ქალბატონ ეკა ბესელიას, ქალბატონ თეა წულიკიანს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

გთხოვთ, დამეხმაროთ სამართლიანობის აღდგენაში და ჩემი უკანონოდ დაპატიმრებული მეუღლის უდანაშაულობის დამტკიცებაში. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ახალი მთავრობის ჰუმანურობის, რაზედაც წინასწარ გიხდით მადლობას”- წერია მიმართვაში.

კომენტარები