“სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული, ხვიჩა ბ. დააკავეს.

ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იმავე სოფელში მცხოვრებ სულიკო ბერიშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად სენაკში დააკავეს, ხოლო დანაშაულის იარაღს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის შედეგად მიაკვლიეს.

გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს. ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები