სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 1- 7 მარტის ჩათვლით, ამნისტირებულია 5 271 პირი, რომელთაგან 411 პატიმარია, ხოლო 4 860 პირობით მსჯავრდებული. სამინისტროს ცნობით, ამნისტირებული პირების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ეტაპობრივად გაავრცელებენ.

ამნისტირებულ 411 პირიდან საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა – 174 ბრალდებული/მსჯავრდებული, სასჯელი გაუნახევრდა – 12 მსჯავრდებულს, ხოლო 225 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა.

მათ შორის 366 მამრობითი სქესის ადამიანია, (არასრულწლოვანი – 0, სრულწლოვანი – 359, ხანდაზმული – 7) და 45 მდედრობითი (სრულწლოვანი – 42, ხანდაზმული – 3) სქესის იყო.

1- 10 მარტის ჩათვლით ამნისტია შეეხო პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 4 860 პირობით მსჯავრდებული.

პირობითი მსჯავრი მოეხსნა – 3 025 პირობით მსჯავრდებულს, გაუნახევრდა – 505, შეუმცირდა – 1 330 პირობით მსჯავრდებულს.

ამნისტირებულ 4 860 პირობით მსჯავრდებულს შორის 4 536 მამრობითი (არასრულწლოვანი – 78, სრულწლოვანი – 4 356, ხანდაზმული – 102) და 324 მდედრობითი (არასრულწლოვანი – 1, სრულწლოვანი – 311, ხანდაზმული – 12) სქესის იყო.

კომენტარები