ქუთაისის მკაცრი დაწესებულების #2 საპყრობილეში, ციხეში 14-მა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაცია TSpress.-ge-ს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.

ოჯახის წევრთა ინფორმაციით, ისინი აპროტესტებენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს, რომელიც დღემდე ხორეციელდება მათზე. ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ დარღვევებს (მაგ.ამანათების შემოსვლის ნებართვას და სხვა.) პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, მათთვის სოლიდარობის გამოცხადებას სხვა პატიმრებიც აპირებენ.

პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ ინფორმაცია TSpress.-თან საუბრისას დაადასტურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ. თუმცა, მისივე თქმით, რამდენიმე მათგანმა ამ დროისათვის, შიმშილობა უკვე შეწყვიტა. ის ფსიქოლოგიურ ზემოქმედების ფაქტს უარყოფს.

“ისინი ითხოვდნენ DVD-ს, ამანათში სიგარეტის დაშვებას და შემდგმომ სიგარეტის კამერიდან კამერაში გადაგზავნის შესაძლებლობის მიცემას, პაემნების გაზრდას და სატელეფონო ზარების გაზრდას. ანუ იმას, რასაც კანონი კრძალავს. რაც არ არის კანონით დადგენილი, ჩვენ არ ვარ უფლებამოსილები, ჩვენ აღმასრულებლები ვართ ამას არეგულირებს კანონი პატიმრობის შესახებ. საბოლოო ჯამში, პარლამენტის პრეროგატივაა” – განაცხადა კორძაიამ.

ქუთაისის #2 საპყრობილე დახურული ტიპის, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა.

კომენტარები