“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები მიმართავენ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისას და მომდევნო პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკურად ოსი პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ამასთან, ფიქსირდება ფაქტებიც, რომელიც უკანასკნელ წლებში გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეებს ეხება. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეთნიკურად ოსი პიროვნების რატიკ ისაევის ცხედრის მოძებნის დახმარების თხოვნით მიმართეს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რატიკ ისაევი ბოლოს, 2008 წლის აგვისტოში ნახეს.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ კარალეთში ვინმე თენგიზ გაბარევთან ერთად. თენგიზ გაბარევი გადარჩა და შემდეგ ის ტყვეებში გაცვალს. არსებული ინფორმაციით, რატიკ ისაევი მოკლეს, მაგრამ სად დაკრძალეს, უცნობია. 2008 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ან დაკარგულ პირთა, ასევე კონკრეტულად, რატიკ ისაევის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, 2013 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წერილობით მიმართა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ 2007 წლის თებერვალში უგზო-უკვლოდ გალის აფხაზური ადმინისტრაციის თანამშრომელი დავით სიგუა გაუჩინარდა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეები – დავით ცინდელიანი (2008 წლის 16 აგვისტო) და პაატა ქარდავა (2008 წლის 27 აგვისტო).

კომენტარები