კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურია ბაგრატის ტაძრის მშენებლობას, მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული აზრთა სხვადასხვაობისა, დადებით მოვლენად აფასებს. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაცია სრული სტანდარტების დაცვით მოხდა, მისი აზრით, სიახლე დაფასებული, რომ იყოს ჭირდება დრო.

„ის პოზიცია, რომ აქ გაკეთდა, რაღაც არასწორად, ამაზე დებატი გაგრძელდება ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტები არის ძალიან დამარწმუნებელი. „ფერარას“ ჯილდოც სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება; რაც შეეხება გემოვნებით მხარეს აქ ძნელია, რომ ედავო ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ეს, მე არ მომწონს. ყველა სიახლეს ჭირდება დრო, იმისთვის, რომ ის იყოს გაგებული, იყოს დაფასებული.“ -აღნიშნა ჟურნალიტებთან საუბარში ნიკა რურუამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში, ბაგრატის ტაძრის რესტავრატორებს უმასპინძლა. ბრწყინვალების ორდენებით სააკაშვილმა, ანდრია ბრუნო და აწ გარდაცვლილი, ივანე გრეველაშვილის მეუღლე დააჯილდოვა.

კომენტარები