2013 წლის 1თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია დაიწყო. ძველი ფორმით არსებული აუდიტის სამსახური გაუქმდა და უზენაესი საბჭოს თავჯდომარის კაბინეტს გადაეცა.

მირზა ოსანაძის თქმით, მას შემდეგ, რაც თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, აღნიშნულ სამსახურში თანამშრომელთა გათავისუფლების ნაცვლად, 100 კადრი დაამატეს.

“რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. კერძოდ, როცა შემცირებაა დაგეგმილი ასეთი მასშტაბით არ უნდა გაზრდილიყო კადრები. ვინაიდან ჩემი გათავისუფლების სხვა საფუძველი არ გააჩნდათ, შემცირებით იხელმძღვანელეს. მაქვს ეჭვი, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილბერიძე უშალოდ იყო ჩართული ჩემს გათავისუფლების პროცსში”- განაცხადა TSpress – თან საუბრისას მირზა ოსანაძემ

კომენტარები