აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომისიის თავჯდომარე, ბეჟან გომაძე თანამდებობიდან 31 დეკემბერს გათავისუფლდა.

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მიზეზით, გომაძემ სასამართლოს საჩივარით მიმართა.

ბათუმის სასამართლომ განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა გადაწყვეტილების მიუხედავად მას სამსახურში არ აღდგენენ.

გომაძე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს და საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

-„გომაძის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, უმაღლესმა საბჭომ გათავისუფლების მიზეზი შეცვალა. ხოლო საქალაქო სასამართლომ ძალაში უმაღლესი საბჭოს პირვანდელი გადაწყვეტილება დატოვა“- განაცხადა გომაძის ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ

გუშინ უკანონო გათავისუფლების მიზეზით სასამართლოს აჭარის უმაღლესი საბჭოს აუდიტის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა ოსანაძემაც მიმართა.

კომენტარები