“ბოლო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გახშირდა მომართვიანობა, რომელშიც მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რანგის თანამშრომელთა მხრიდან მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ.
ჩვენს ხელთ არსებულ არაერთ ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის ორგანოებს.
აუცილებელია, თითოეულ მსგავს შემთხვევას მოჰყვეს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება, რათა დარღვევებს არ მიეცეს სისტემური ხასიათი”- აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენი განაგრძობს აღნიშნული ფაქტების შესწავლას და თვალყურს მიადევნებს გატარებულ ღონისძიებებს.

კომენტარები