სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“კერძოდ,საუბარია თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიას და სხვა პირთა შესახებ. სახალხო დამცველი სწავლობს აღნიშნულ საქმეებს. ანგარიშში მოცემულია ის პროცესუალური დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული პირების საქმეში. საქმეში რამდენიმე სერიოზული დარღვევაა აღმოჩენილი. სახალხო დამცველის აპარატმა რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებით უკვე მიმართა”,- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები