შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა და აშშ -ს ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, ფოთში, გემთსარემონტო სახელოსნო გახსნეს, რომელიც ამერიკის მთავრობამ 6მლნ ლარით დააფინანსა. ღარიბაშვილმა ამერიკის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ელჩის განცხადებით, ვინაიდან საქართველო ახალ აბრეშუმის გზაზე იმყოფება ქვეყნის სანაპირო დაცვა მნიშვნელოვანია.

-„მამაჩემი იყო საზღვაო ძალების სამხედრო ოფიცერი, მეორე მსოფლიო ომში. ამდენად, ჩემთვის პირადად, საზღვაო სამსახურს, განსაკუთრებული როლი აქვს. განსაკუთრებული როლი გენიჭებათ თქვენ, იმაში, რომ საქართველოს სანაპირო იყოს დაცული და ვაჭრობა ხელშეუხებელი. ეს როლი, დღეს, ნამდვილად გაზრდილი და დიდია, ვიდრე ოდესმე, ვინაიდან საქართველო იმყოფება ახალი აბრაშუმის გზაზე. ვაჭრობა, მხოლოდ გაიზრდება მომავალში“,-განაცხადა ნორლანდმა.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი სანაპირო დაცვის საიუბილეო მედლებით დააჯილდოვა.

-„ამერიკის მთავრობა, სისტემატურად ზრუნავს საქართველოს სანაპირო დაცვის კადრების მომზადებაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტექნიკურ აღჭურვაზე, კომუნიკაციების სრულყობაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებასა და არსებული სანაოსნო საშუალებების მოდერნიზებაზე. რაც სანაპირო დაცვის სამსახურს აახლოებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში დამკვიდრებულ სტანდარტებთან“,-აგანაცხადა ღარიბაშვილმა.

გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნისა და მესაზღვრეებზე სიტყვით მიმართვის შემდეგ მათ სანაპირო დაცვის კატარღით, ფოთის საზღვაო აკვატორია დაათვალიერეს.

დღესვე მათ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ ,,სუფსა“–ს ტერიტორიაზე ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.

კომენტარები