ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებში ნაღდ ფულზე ახურდავებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „სმო.ჯი“ ავრცელებს.

თუ ბარათი ასი ლარის ღირებულებისაა, მაშინ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ასეთ ბარათს 70 ლარად იბარებენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე.

ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლის ინფორმაციით, ბარათის გადახურდავება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საშუალება არ აქვს და აღებულ ფულს პურის ფქვილზე და სახნავადაც გამოიყენებდა.

კომენტარები