– „თუ პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში ახალი გადაყვანილია, გამორიცხული არ არის ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყოს“- განაცხადა TSpress – თან საუბრისას სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ

მისი თქმით, ქუთაისის ციხის უფროსი, დავით ცირეკიძე უკვე 10 დღეზე მეტია, რაც სამსახურიდან გათავისუფლებულია. კორძაია გათვისუფლების მიზეზს არ განმარტავს.

არაადამიანური მოპყრობის შედეგად პატიმარ, დავით ქუთათელაძეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „P.S.” წყაროზე დაყრდობით ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში პატიმრის დედა წამებაში ციხის უფროსს ადანაშაულებს. მისი თქმით, ცირეკიძე უშუალოდ მონაწილეობდა მის დაკავებაში.

-„ძველ ხელისუფლებას ჰქონდა ჩემი შვილის დაკავების ინტერესი. პატიმარი ფლობდა წილს სავაჭრო ცენტრში. აღსანიშნავია ისიც, რომ ციხის დღევანდელი დირექტორი დავით ცირეკიძე უშუალოდ მონაწილეობდა დავითის დაკავებაში. მაშინ ის სამმართველოს უფროსი იყო და მან თავად ჩაუდო ჩემს შვილს ნარკოტიკული საშუალებები. ეს იყო მიზანმიმართული დაჭერა და ახლა, როცა ცირეკიძე ციხის დირექტორია, ყოველმხრივ ცდილობს, ჩემი შვილი აწამოს და გაანადგუროს,“ – აღნიშნავს „P.S.“-სთან საუბრისას ქუთათელაძის დედა.

ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ციხის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა არაერთხელ გაუპროტესტებიათ. პატიმარმა ლაშა ცუცქირიძემ არაადამიანური მოპყრობის გამო პირი ამოიკერა. ციხეში შესულ ადვოკატს ცუცქირიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობასა და დირექტორ ცირეკიძის დაუდევრობაზე ესაუბრა.

კომენტარები