ფოთში, დევნილთა ახალ რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას დევნილთა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძე შეხვდა. მინისტრი დევნილებს, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სახელმწიფო მატერიალური დახმარების გაზრდას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას და დასაქმებას დაპირდა და კონკრეტული გეგმები გააცნო. დარახველიძემ დევნილებს მათ დასახმარებლად განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩაუტანა, რომელიც მისი თქმით, წინა ხელსიუფლების პირობებში წლების განმავლობაში საწყობებში იყო გადამალული.

ფოთში, დევნილთა ახალ რაიონში მოსახლეობასა და მინისტრს შორის შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დარახველიძეს განცხადებით, დევნილებში შიში დაძლეულია და ისინი პრობლემებზე ღიად საუბრობენ.

დევნილების ნაწილი მთავარ პრობლემად საცხოვრებელი ფართის არარსებობას, ნაწილი დასაქმებას, ნაწილი კი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს ასახელებს.

დარახველიძეს განცხადებით, წინა ხელისუფლება დევნილებისთვის განკუთვნილ დახმარებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ავეჯს და სხვა საოჯახო ნივთს არ არიგებდა და ის წლების განმავლობაში საწყობებში ინახებოდა.

მისი თქმით, მასგავს საწყობებს მიაგნეს ქუთაისსა და გორში. ამოღებული ტექნიკა კი საჭიროებისამებრ დევნილებს გადაეცემათ.

„ეს არის ის ტექნიკა, მაცივრები, ტელევიზორები, მაგიდები, სკამები, ჭურჭელი, რომელიც 4 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც გადარჩა და არის, ყველა დევნილს დავურიგებთ. იმისდამიხედვით ვის რა ჭიირდება“- აღნიშნა დარახველიძემ

მინისტრის განმარტებით, ბინის გარეშე ფოთში 1 800 მდე დევნილია დარჩენილი. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფოთში, 7 საცხოვრებლი სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, სადაც დაახლოებით 400 ოჯახი შესახლდება.

„ვიცით, რომ ეს არა არის საკმარისი, მაგრამ ეტაპობრივად მოაგვარებთ ამ პრობლემას. არცერთი დევნილი არ უნდა დარჩეს ბინის გარეშე, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცემა“- აღნიშნა დარახველიძემ.

სამინისტრო დევნილთა დასამქების პრობლემის მოგვარებას მცირე ბიზნესის პროგრამის განხორციელებით გეგმავს.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, სხვადსხვა დონორი ორგანიზაციების მათ შორის მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, დაგეგმილია დევნილთათვის მცირე ბიზზნესის დახმარება. პროექტის ღირებულება 5მლნ ევროს შეადგენს.

შეხვედრაზე დარახველიძემ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფო დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილ, გაორმაგებუ სახელმწიფო დახმარებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დევნილთა ოჯახის უფროსი წევრი, 30 ლარის ნაცვლად 60 ლარის დახმარებას ღებულობს, ხოლო თითო- წევრზე დამახრება 48 ლარამდე გაიზარდა.

მინიატრის თქმით, შესაძლებელია მოიხსნას კომუნალური შეღავათები და თანხა მატერიალურ დახმარებას დაემატოს.

ამჟამად, დევნილი ოჯახების კომუნალური გადასახდებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

-„ჯერ განხილვის პროცესში ვართ, შესაძლებელია ეს თანხა შემწეობის დახმარებას დავამატოთ, რომ დევნილმა თავად გადაწყვიტოს რას მოახმარს ამ თანხას, დენს, გაზს თუ სხვა გადასახადს.“- აღნიშნა დარახველიძემ.

შეხვედრაზე კითხვა აფხაზეთში დაბრუნებაზეც დაისვა.

-„აუცილებლად დავბრუნდებით, თუმცა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვა პირობების შექმნა იქ დაბრუნებას არ უშლის ხელს“- აღნიშნა მინისტრმა

კომენტარები