სამართალდამცველებმა მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში აძა გ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, მცირე კალიბრიანი შაშხანა, „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, 4 მჭიდი და 60 სხვადასხვა დასახელების ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს – წერია შს-სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები