ლეჟავა ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მიღების თეორიულ შესაძლებლობაზეც საუბრობს.

– „შეუძლებელია ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა მიეღო. თითოეული დოზა აღრიცხულია. ერთი გრამით მეტიც რომ მისცე, ამას მთელი ამბავი მოჰყვება. ამიტომ, ყველა დოზას ძალიან ზუსტად საზღვრავენ“ – განმარტავს ნარკოლოგი.

მისი თქმით, მეტადონის პროგრამით მკურნალობისას, პირველ რიგში, ნარკოლოგები განსაზღვრავენ ნარკოდამოკიდებული ადამიანის დაავადების სურათს. ჯერ აძლევენ ნარკოტიკის მცირე დოზას და თუ ეს დოზა საკმარისი არ აღმოჩნდება – უმატებენ.

ნარკოლოგი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით მიღების თეორიულ შესაძლებლობაზეც საუბრობს:

– „თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ სადღაც ჰქონდა მიმალული ნარკოტიკი. საერთოდ, მეტადონის დოზა სიამოვნების განცდას არ იწვევს. ის საკმარისია იმისათვის, რომ ე.წ. ლომკა არ განვითარდეს. შესაძლოა, მან მეტადონის ჩვეულებრივი დოზა მიიღო. შემდეგ კი, მოინდომა რომ, თუ შეიძლება ითქვას, სიამოვნება განეცადა, ამიტომ რაღაცა დაუმატა და ჯამში გამოვიდა ბევრად უფრო მეტი, იმასთან შედარებით, რისი ატანაც მის ორგანიზმს შეეძლო და ამან გამოიწვია სიკვდილი.“

ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი 14 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა საზოგადოებამ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, დღეს დილით მედიით შეიტყო.

იურისტი გიორგი მშვენიერაძეს განცხადებით, „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ისევე, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, ინფორმაციის გაასაჯაროვების ვალდებულება არ აკისრია.

“უბრალოდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა, როცა პირი გარდაიცვლებოდა იმისათვის, რომ სხვა პატიმრების ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ, ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს იყო უბრალოდ დამკვირდებული პრაქტიკა და არანაირი კანონისმიერი ვალდებულება ამ საკითხთან მიმართებაში სამინისტროს არ გააჩნია,“- აცხადებს TSpress – თან საუბარში მშვენიერაძე.

დღეს, ინტერნეტგამოცემა newpress მა სანდო წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.

მოგვიანებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმარი 2013 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა, რომელიც „მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის“ პროგრამაში იყო ჩართული.

“2013 წლის 14 აპრილს 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძიება ელოდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მომხდარ ფაქტს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი”- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები