ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ცნო­ბით, დღის 12 სა­ა­თი­სათ­ვის ერ­თი დარ­ღვე­ვაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი: ნა­ძა­ლა­დე­ვის ოლ­ქში ერთ-ერთ უბან­ზე, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­მო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი 20 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­იწ­ყო. დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISFED) დამ­კვირ­ვე­ლებ­მაც.

ასევე, ბაღ­და­თის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მე-13 უბან­ზე ერთ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით წყალ­ტუ­ბოს გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის დარ­ღვე­ვაა. ISFED-მა უკ­ვე მი­მარ­თა ცეს­კოს მოთ­ხოვ­ნით, შე­უ­ჩერ­დეს ჯიმ­შე­ლე­იშ­ვილს დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა აქტივობას, ამომ­რჩე­ველ­თა მაღალი აქ­ტი­ვო­ბა არსად დაფიქსირებულა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, არჩევნები ტარდება მშვიდობიან და ნორმალურ გარემოში, რაც არის მნიშვნელოვანი ნიშანი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის. განცხადება მან ნაძალადევის რაიონის 25-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლები მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი ნება.

ამავე უბანზე, დიდი ბრიტანეთის ელჩი დეივიდ მორანი და ჰოლანდიის ელჩი პიტერ ლაგენბერგი იმყოფებოდნენ. ისინი კომისიის თავმჯდომარეს გაესაუბრნენ და არჩევნების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

კომენტარები