კორძაიას განცხადებით, დღეს ამომრჩეველმა საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეწოლისა და შიშის გარეშე, თავისუფალი არჩევანი გააკეთა.

კანდიდატი დღევანდელი საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს.

“პირველად მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და მოხარული ვარ, რომ ასეთ თავისუფალ გარემოში მომიწია.,”– აღნიშნა კორძაიამ

ნაძალადევში თამარ კორძაიას გარდა, კიდევ 8 კანდიდატი იყრიდა კენჭს: კახა კუკავა, პაპუნა დავითაია, ხვიჩა ასანიძე, ზაზა მეზვრიშვილი, გიორგი ლილუაშვილი, გია ნემსაძე, იოსებ მანჯავიძე და გიორგი გუგავა.

კომენტარები